fbpx
საბერძნეთი

ბომბის ძლიერი აფეთქება ღამით პირეას ტერიტორიაზე – დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით პირეას ცენტრში ბომბი აფეთქდა. ინციდენტი დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა, სადაც უცნობმა პირებმა ბომბი ფეხსაცმლის მაღაზიასთან დადეს და მიიმალნენ.

როგორც ირკვევა, ბომბის აფეთქებისას არავინ დაშავებულა, რადგან გვიან ღამით იქ არავინ იმყოფებოდა, თუმცა, ზიანი მიადგა კორპუსს, რომელშიც ხალხიც ცხოვრობს და ქვემოთა ნაწილში მაღაზიები და ოფისებია განთავსებული. მატერიალური ზიანი მიადგათ ამ ოფისებსაც.

სავარაუდოდ საქმე გვაქვს გამიზნულ ქმედებასთან, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესის მფლობელისთვის ზარალის მიყენებაზე, ვინაიდან როგორც ტელეკომპანია ΕΡΤ იუწყება, ამავე მაღაზიასთან 2020 წელს სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობაც დადეს.

პოლიციამ გამოძიება, დამნაშავეების ვინაობისა და ადგილსამყოფელის დასადგენად, უკვე დაიწყო.

 

onalem

ტესტ