fbpx
საბერძნეთი

რეკორდულად თბილი დეკემბერი საბერძნეთში – ტემპერატურა თავის პიკს, 22-24 გრადუსს, ხვალ მიაღწევს

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე დღეებში საბერძნეთში თბილი ჰაერის მასების შემოჭრა გვაქვს აფრიკული ქვეყნებიდან, რამაც ტემპერატურის საგრძნობლად მომატება გამოიწვია. ამინდი იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე სეზონისთვის არის დამახასიათებელი და ხვალ თავის პიკს მიაღწევს.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ხვალისთვის მოსალოდნელია 22-24 გრადუსი, კონკრეტულ ტერიტორიებზე, ზოგადადო, მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდი იქნება.

ფაქტობრივად, ხუთშაბათს ღამის საათებამდე “გაზაფხული” გვექნება, შემდეგ კი, ისევ უნდა ველოდოთ ტემპერატურის ვარდნას.

როგორც კლეარხოს მარუსაკი აცხადებს, პარასკევიდან მოსალოდნელია, რომ ჩრდილო-დასავლეთ ბალკანეთიდან ცივი, პოლარული ჰაერის მასების შემოჭრა დაიწყოს, რაც ტემპერატურის საგრძნობლად დაცემას გამოიწვევს, ზოგან 8 გრადუსით, ხოლო ზოგ რეგიონებში 12 გრადუსით.

აღნიშნული ფენომენის ძირითადი მახასიათებელი არათუ წვიმა ან თოვლი, არამედ ჩრდილოეთის ძლიერი ქარი იქნება, რომელიც ეგეოსის ზღვაში 9-10 ბალსაც კი მიაღწევს.

 

onalem

ტესტ