fbpx
ემიგრაციაპოზიტივი

საბერძნეთი: ქართველი ემიგრანტების ერთმანეთის გვერდით დგომა კორონავირუსის პანდემიის დროს

მას შემდეგ, რაც ჩვენი გვერდის საშუალებით განვაცხადეთ, რომ ვეძებდით საცხოვრებელ ოთახებს, რათა შეგვეფარებინა ათენში შემორჩენილი ქართველები, რომელთაც ვერ მოასწრეს ათენიდან საქართველოში წასვლა, გამოგვეხმაურა 40-მდე აქ მცხოვრები ქართველი. ზოგს შეუძლია 1 ადამიანი შეიფაროს, ზოგს 2-3 უ ფ ა ს ო დ სანამ გაფრინდებიან. მათი კორდინატები გადავეცით ჩვენს საკონსულოს და მოქალაქეები უკვე გაანაწილეს.

ასევე, ორმა ქართულნა თონემ და ერთმა რესტორანმა (თონე საქართველო, თონე ჰაუსი, რესტორანი კახეთი), გამოთქვეს სურვილი, რომ სახლებში გადანაწილებული მოქალაქეები  ყოველდღე მოამარაგებენ პურით, ფუნთუშეულით და სხვადასხვა სახეობის ქართული კერძით.

ჩვენი საინფორმაციო პორტალი მზადაა მოგაწვდინოთ ხმა და წვლილი შეიტანოს ქართველი დიასპორის დახმარების საქმეში. პარალელურად კი, უნდა აღვნიშნოთ ათენში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელთა თავდაუზოგავი მუშაობა და ძალისხმევა, რომლებთან თანამშრომლობის ფარგლებშიც ახლა ქართველები ქუჩაში აღარ დარჩებიან.

გთხოვთ, რომ გამოგვეხმაუროთ ის ადამიანები, რომლებსაც საშუალება გაქვთ, რომ მომავალში თუკი ისევ გაჩნდა საჭიროება, დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს დასარჩენი ადგილით ან საკვებით.

  • თუ გაქვთ ოთახი ან დასაწოლი ადგილი, გთხოვთ მოგვწერეთ პირადში, georgians.gr-ის Facebook გვერდზე.
  • თუ გსურთ, რომ დაეხმაროთ საკვებით ან ფინანსურად, დარეკეთ ნომერზე 21 1417 1712. მოვლენ თქვენს მისამართზე და წამოიღებენ ან მიდით პირდაპირ, პატისიონის Ν81-ში, მეორე სართულზე. ტელეფონი ეკუთვნის ქართული დიასპორის
    საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მხარში უდგას საელჩოს ამ რთულ ვითარებაში.

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც თონე “საქართველოშია” გადაღებული დღეს. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ქართველებთან გაიგზავნა. თონე ჰაუსისა და რესტორანი კახეთის ფოტოებსაც მალე მოგაწვდით.

მოვუწოდებთ დანარჩენ ობიექტებს, ვისაც შეუძლია რომ დაგვიდგეს გვერდში <3

 

 

onalem

ტესტ