fbpx
პოზიტივისაზოგადოება

8 წლის ბერძენი “აინშტაინი” გერმანიაში მიემგზავრება, რათა მისი ნიჭი არ დაიკარგოს

ის მხოლოდ 8 წლისაა და მათემატიკურ ოპერაციებს რამდენიმე წამში უშეცდომოდ ასრულებს. ტასოს გერანტიდისი, რომელიც პელადან არის, “უკიდურესად ინტელექტუალი” ბავშვის სტატუსს ატარებს და მისი IQ 140-ს უდრის. თავისი სამი განსაკუთრებული უნარით ტასოსი ექსპერტებსაც კი აკვირვებს – მას შეუძლია დაასაბუთოს ნებისმიერი მისთვის საინტერსო საკითხი, აქვს უნიკალური აუდიოვიზუალური აღქმა და მისი გონება ინფორმაციას ამუშავებს გასაოცარი სისწრაფით.

როგორც მისი მამა, ანდრეას გერანტიდისი ამბობს, ბიჭის მასწავლებლები მათ ეკითხებიან, აკეთებენ თუ არა რაიმე განსაკუთრებულს, რადგან ბიჭი ზედმეტად მარტივად ეუფლება მათემატიკას.

“სიმართლე ის არის, რომ ჩვენ არ გაქვს უმაღლესი განათლება. დავამთავრეთ ტექნიკური სკოლები და ფერმერები ვართ. ტასოსი ამ ყველაფერს თავისით აკეთებს… ზოგადად მათემატიკოსებს გვიანობამდე არ სძინავთ და ისიც სწორედ ასეთია. როგორც გვითხრეს, მათ არ შეუძლიათ ტვინი დაასვენონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი შვილის ნიჭი საუკეთესო გზით განვითარდეს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვინდა, რომ მას ბავშვობა დაეკარგოს, რადგან როცა ტასოს ელაპარაკებით, ეს დიდ კაცთან საუბარს ჰგავს. მას მათემატიკაში IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) 148.5 აქვს… წარმოიდგინეთ, რომ ის მესამე კლასშია და მათემატიკა ამ დონეზე ნასწავლიც კი არ აქვს. სამწუხაროდ, საბერძნეთში ამ დონის განათლება არ არსებობს. აქ მას ასწავლიან იმას, რაც უკვე იცის. სწორედ ამიტომ, უკვე მოვაგვარეთ, რომ ის გერმანიაში წავა და სპეციალურ კლასში, სამ მსგავს ბავშვთან ერთად ისწავლის. ჩემმა მეუღლემ და მე სამსახურები უკვე ვიშოვეთ და ის უკვე იქ არის. მე კი დღესასწაულების შემდეგ წავალ, ტასოსთან და ჩემს მეორე შვილთან, 11 წლის გოგონასთან ერთად, რომელიც ჰუმანიტარულ საგნებში ძალიან კარგია,” ამბობს ის.

პელას ვიცე-გუბერნატორმა პატარა “აინშტაინი” ლეპ-ტოპით დააჯილდოვა.

onalem

ტესტ