fbpx
ემიგრაცია

ათენის აეროპორტიდან ქართველი ქალი უკან გააბრუნეს – ის სხვა ქვეყნიდან დეპორტს უარყოფს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა, როდესაც Aegean Airlines-ის თვითმფრინავი, რეისი თბილისი-ათენი, ვენიზელოს აეროპორტში დაჯდა. საზღვარზე შემოწმებისას საქართველოს დაახლოებით 35 წლამდე მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს და უკან დაბრუნება მოსთხოვეს.

როგორც მის რეისზე მყოფი სხვა ქართველი ქალი აცხადებს, ის ტრანზიტული რეისით მგზავრობდა და საბერძნეთიდან იტალიაში უნდა გაფრენილიყო, თუმცა, მას გამგზავრების უფლება არ მისცეს. ის ბერძნულად არ საუბრობდა, რის გამოც თარგმნაში თანამგზავრები ეხმარებოდნენ.

უცნობია, თუ რა მიზნით მიდიოდა იტალიაში ქართველი ქალი, თუმცა, როგორც მესაზღვრემ განუცხადა, მას სისტემაში ჯარიმას და დეპორტს უჩვენებდა, რომელიც მას სხვა ქვეყანაში ჩაურტყეს. როგორც უთხრეს, ახლა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას მხოლოდ ნოემბრიდან შეძლებდა.

მისი თანამგზავრი, რომელმაც Georgians.gr-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, ასევე ამბობს, რომ ქალი ვერ იგებდა, თუ რომელ ქვეყანაზე საუბრობდა მესაზღვრე და ამბობდა, რომ იქ არც კი ყოფილა და შესაბამისად, დეპორტს და ჯარიმას იქიდან ვერ მიიღებდა. ის დეპორტაციას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, ინფორმაციის სანდოობა უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მისი თანამგზავრი გასულ წელს ქვეყნის დატოვებისას დააჯარიმეს, თუმცა, დღეს დილით საზღვარზე ჯარიმის გადახდის შემდეგ, საბერძნეთში უპრობლემოდ შემოუშვეს.

 

onalem

ტესტ