fbpx
ემიგრაცია

ათენი: აკრძალვების მოხსნის შემდეგ წმ. პანტელეიმონის ეკლესიაში ქართული ლიტურგია პირველად ჩატარდა

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებითი აკრძალვების მოხსნის შემდეგ, 23 მაისს, ათენის წმ. პანტელეიმონის სახელობის ტაძარში პირველად ჩატარდა ქართული ლიტურგია. ღვთისმსახურებას დაესწრო საბერძნეთში საქართველოს ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ტაძარში შეკრებილ ქართულ მრევლს. აღნიშნა, რომ შემთხვევითი არაა, რომ მისი პირველი შეხვედრა, როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის რანგში, სწორედ თანამემამულეებთან შედგა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საელჩო თავისი დაარსების პირველი დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან. საქართველოს საელჩოების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სწორედ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მხარდაჭერა, საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ საელჩოსა და საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის ძნელბედობის ჟამს გვერდში დავდგომოდით უკლებლივ ყველას ვისაც კი არსებულმა სიტუაციამ პრობლემები შეუქმნა. ეს თანამდგომა გამოიხატა, როგორც ადგილზე გაწეულ დახმარებაში, ასევე საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობაში. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი საინტერესო ინიციატივისა და პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ