fbpx
საზოგადოება

მიკონოს: ელენი ფურეირას კონცერტზე, სადაც 1 ბილეთი 1.000 ევრო ღირს, ადგილები აღარ დარჩა

შეიძლება ანტონის რემოსა და Gipsy Kings-ის კონცერტზე შესასვლელად მთელი ხელფასი გვჭირდება, მაგრამ ელენი ფურეირა უკვე სხვა მწვერვალებს იპყრობს – მის ლაივ-კონცერტზე დასწრება თუ გსურთ, მინიმუმ 500-დან 1.000 ევრომდე დანაზოგი უნდა გქონდეთ.

როგორც ირკვევა, ბრწყინვალე მომღერალი 12 ივნისს კუნძულ მიკონოს ერთ-ერთ ცნობილ კლუბში ცოცხლად იმღერებს და ერთ ადამიანის ბილეთი ლაივზე დასასწრებად 1.000 ევროა, თუ წინა რიგებში გსურთ მაგიდასთან დაჯდომა, ხოლო ყველაზე უკანა რიგს თუ დასჯერდებით, 500 ევროს გადახდა მოგიწევთ.

თუმცა, ფაქტობრივად ამაზე საუბარსაც აზრი აღარ აქვს, რადგან აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაყიდულია.

ფურეირას პოპულარობის რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროვიზიაზე კვიპროსი წარადგინა და საკმაოდ დამსახურებულად და ღირსეულად დაიკავა მე-2 ადგილი.

onalem

ტესტ