fbpx
პოლიტიკა

თურქმა ჯარისკაცებმა ევროსის საზღვართან ბერძენი პოლიციელი და მისი პარტნიორი ქალი დააპატიმრეს

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით თურქულმა მხარემ ევროსის საზღვართან ბერძენი პოლიციელი, მანოლი ვალასუდი და მისი პარტნიორი, ათინა ძიაკა დააკავა. ირკვევა, რომ ისინი შესულები იყვნენ აკრძალულ ზონაში, რის შედეგადაც ორივეს დაპატიმრეს.

ბერძნულ მხარეს თავად თურქეთის წარმომადგენლობა დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ დაკავებულები იყვნენ საბერძნეთის მოქალაქეები. რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე მათგანი გაათავისუფლეს, თუმცა, პირობებით. ისინი სასტუმროში დარჩებიან, ვიდრე მოხდება მათი მობილური ტელეფონების სრული გამოკვლევა.

პოლიციელი ჩვენებაში ამბობს, რომ აკრძალულ ზონაში შემთხვევით მოხვდნენ, რადგან GPS-ს მიჰყვებოდნენ. ბერძნული მხარის დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად, მოსალოდნელია, რომ ისინი დღის ბოლომდე დაბრუნდნენ სამშობლოში.

ნახეთ ვიდეო მათი გათავისუფლების მომენტიდან:

onalem

ტესტ