fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ახალი ზომები! ნახეთ, რომელი რეგიონები შევიდა “წითელ” ზონაში?!

ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთის რამდენიმე რეგიონი “წითელ” ზონად გამოცხადდა, რის გამოც ქვემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე ახალი შემზღუდველი ზომები შედის ძალაში.

კერძოდ, საუბარია თესალონიკზე, ხალკიდიკიზე, კილკისა და ლარისაზე, სადაც ხვალიდან 8 ოქტომბრამდე უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს.

აკრძალულია:

  1. გადაადგილება 01:00 საათიდან 06:00 საათამდე. გამონაკლისია გადაადგილება სამსახურთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
  2. მუსიკის ჩართვა/დაკვრა ნებისმიერ გასართობ დაწესებულებაში.

ამას გარდა, იკრძალება ნებისმიერი სახის ღონისძიების ჩატარება, რომელზეც თავს მოიყრის 20-ზე მეტი ადამიანი.

კანონდარღვევების შემთხვევაში განსაზღვრულია ადმინისტრაციული ჯარიმები, 50.000 ევროდან 20.000 ევრომდე.

onalem

ტესტ