fbpx
საზოგადოება

“იოანა, შენ იცი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი” – ეფი კაკარანძულა არაფერს ნანობს

იოანა პალიოსპირუზე მომხდარი თავდასხმის სასამართლო პროცესმა დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა. ბრალდებული ქალი დარბაზში იჯდა, მაგრამ იოანასთვის სახეში ერთხელაც არ შეუხედავს.

პალიოსპირუმ დეტალურად აღწერა საბედისწერო დღე და თავდასხმის მომენტი, ეფი კაკარანძულა კი ერთი წამითაც არ ნანობს ჩადენილ საზარელ დანაშაულს და იოანას ისიც კი უთხრა, რომ მან იცის, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი.

აპოსტოლოს ლიტრა გაოგნებულია, რომ სასამართლოზე კაკარანძულას არ ჰკითხეს, თუ რას გულისხმობდა ამ სიტყვებში და აცხადებს, რომ წარმოუდგენელია ადამიანს ცხოვრება დაუნგრიო, ამ მდგომარეობაში ჩააგდო და პარალელურად, მსგავს ფრაზებს ამბობდე.

ისიც ცნობილი გახდა, რომ იოანას სამსახურის შენობაში თავდასხმის ადგილს კვლავ ეტყობა მჟავის კვალი, რადგან სითხე იმდენად დიდი რაოდენობის იყო, რომ ვერ მოხერხდა იქაურობისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება.

onalem

ტესტ