fbpx
საბერძნეთი

ცივი ჰაერის მასების შემოჭრა მომდევნო კვირიდან საბერძნეთში – თოვლი დაბლობებზეც კი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი, რაც გამოიწვევს ძლიერ სიცივესა და თოვლს, დაბლობებზეც კი. საგაზაფხულო ამინდების შემდეგ, ფენომენი სეზონისთვის დამახასიათებელ პირობებში დაგვაბრუნებს და ზამთრის სახეს ვიხილავთ.

საკის არნაუტოღლუს ცნობით, ამინდი 25 იანვრიდან გაუარესდება ჩრდილო-აღმოსავლეთით და დასავლეთით, რაც გამოიწვევს თოვას და წვიმას, ზღვის დონიდან 500-600 მეტრზეც კი.

ნალექის დიდი რაოდენობა მოვა ასევე აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, გაძლიერდება ქარი, 6-7 ბალამდე და ტემპერატურაც შესაბამისად, დაეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ცივი ჰაერის მასები რამდენიმე დღეში შემოიჭრება საბერძნეთში, დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა 10-17 გრადუსამდე იმერყევებს. ქარის მიუხედავად, საგრძნობლად არ ცივა.

სინოპტიკოსები ყველაზე უხვ თოვლს იპიროს ტერიტორიაზე პროგნოზირებენ.

onalem

ტესტ