fbpx
პოლიტიკა

“მიცოტაკი, დაუფიქრდი შენს სიტყვებს, თუ შეცდომას დაუშვებ, შეშლილი თურქები მოვლენ” – ერდოღანის მუქარა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კიდევ ერთი აშკარა მუქარა გამოუგზავნა კირიაკოს მიცოტაკის და ფაქტობრივად, თავდასხმით დაემუქრა.

კერძოდ, ერდოღანმა ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნისას სიტყვით გამოსვლისას თქვა:

“მიცოტაკი, აქეთ-იქით ნუ ლაპარაკობ. შენს სიტყვებს დაუფიქრდი და გაითვალისწინე, რომ თუ შეცდომას დაუშვებ, შეშლილი თურქები მოვლენ.

საბერძნეთში ამბობენ, რომ რაკეტები ავაგეთ. რა მოხდება, თუ ეს რაკეტა ათენს დაარტყამს?! ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ უნდა იყოთ ჭკვიანად.

მიცოტაკის არ შეუძლია ილაპარაკოს, რაც უნდა. მაგრამ მისი განცხადებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეგიონის ბედი შეიცვალოს. კუნძულების მილიტარიზაციით ისინი დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ლოზანისა და სხვა ხელშეკრულებებს. ამიტომ, თუ საჭირო გახდა, ჩვენც გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს.

იმოქმედეთ ჭკვიანურად და თქვენთან არანაირი პრობლემა არ გვექნება,” აცხდებს ერდოღანი.

onalem

ტესტ