fbpx
საბერძნეთი

ექთანი, რომელიც ორივე დოზით არის აცრილი, თავის და-ძმას, შვილებს და მათ მეგობრებს ყალბ სერთიფიკატებს აძლევდა

კარდიცაში ვაქცინაციის ყალბი სერთიფიკატების გაცემასთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება. ვაქცინაციის ცენტრის 45 წლის თანამშრომელი გამოძიებას უყვება, როგორ გადაწყვიტა, რომ ცრუ აცრები ჩაეტარებინა და ეს ყველაფერი მისი ოჯახის წევრებით დაიწყო.

ირკვევა, რომ ქალი თავად სრულად ვაქცინირებულია, მაგრამ მისი ოჯახის ყველა დანარჩენი წევრი აცრას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მას და-ძმა ჰყავს, საერთო ჯამში 5, რომელთაგან რამდენიმე ასევე ჯანდაცვის მუშაკია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ყალბი ცნობების აღებაში დახმარებოდა. სურდა, რომ არ დაეკარგათ სამსახურები და დახურულ სივრცეებშიც თავისუფლად ევლოთ.

ექთანი ამბობს, რომ მისი ქმედებები მხოლოდ სიკეთის კეთებისკენ იყო მიმართული და ამ ყველაფერს ფილანთროპიას უწოდებს. ამას გარდა, აღიარებს, რომ თავისმა შვილებმა ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა გაიეკთეს, ხოლო მეორე აცრა ცრუ იყო, მხოლოდ იმისთვის, რომ სერთიფიკატები მათაც აეღოთ.

“ჩემი ნათესავების შიში ვაქცინის მიმართ და პარალელურად, შიში, რომ სამსახურებს დაკარგავდნენ, იყო ძირითადი ფაქტორი, რამაც უკანონო ქმედებებისკენ მიბიძგა. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ძალიან ვნანობ და არასოდეს მინდოდა, ვინმეს სიცოცხლე საფრთხეში ჩამეგდო,” ამბობს ის.

onalem

ტესტ