fbpx
საბერძნეთი

ამერიკელი მსახიობის, ემბერ ჰერდის სახელით ბერძენი მამაკაცი მოატყუეს და 6.000 ევრო გამოსძალეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა 36 წლის ბერძენი მამაკაცი, ვოლოსიდან, რომელსაც ამერიკელი მსახიობის, ემბერ ჰერდის სახელით დაუკავშირდნენ და თაღლითობის საშუალებით, 6.000 ევრო მოპარეს.

როგორც მამაკაცი აცხადებს, ელექტრონულ ფოსტასა და ფეისბუქზე მიუვიდა შეტყობინებები, ემბერ ჰერდის სახელით, რომელიც სთხოვდა, რომ საბერძნეთში ინვესტიციის განხორციელებაში დახმარებოდა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეთანამშრომლათ და მასაც ჩაედო თანხის გარკვეული ნაწილი. რაც შეეხება, ინვესტიციას, შეტყობინებებში აღნიშნული იყო, რომ საუბარი იყო კუნძულებზე შესაძენ ქონებაზე.

36 წლის მამაკაცი ადვილად მოტყუვდა და ანგარიშის ნომრებზე, რომლებიც მას გაუგზავნეს, 6.000 ევრო ჩარიცხა. ცხადია, მთელი თანხა თაღლითების ანგარიშებზე დაჯდა და დაზარალებულმა ეს ყველაფერი ძალიან გვიან გააცნობიერა.

როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, დამნაშავე აფრიკული წარმოშობის ორი მამაკაცი იყო, რომელიც ინგლისურ საკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობდა და საბერძნეთის მასშტაბით საკმაოდ ბევრი ადამიანი ჰყავდა მოტყუებული იგივე გზით. ყველა მათგანის მისამართით აგზავნიდნენ დაპირებას, რომ ემბერ ჰერდი საბერნეთს სულ მალე ეწვეოდა და პირადად მოინახულებდა მათ, ინვესტიციებზე სასაუბროდ.

onalem

ტესტ