fbpx
საბერძნეთი

არასტაბილური ამინდი საბერძნეთში და ძლიერი სიცივე თებერვალში, თბილი იანვრის შემდეგ

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე საბერძნეთში არასტაბილური ამინდი იქნება. თბილი იანვრის შემდეგ, როგორც ჩანს, თებერვლის თვე სუსხიანი დღეებით დაიწყება.

სინოპტიკოსები თანხმდებიან, რომ ამინდი საგრძნობლად შეიცვლება იანვრის თვის ბოლო 10 დღის მანძილზე. “ატმოსფერული მთა”, როგორც ისინი უწოდებენ, მდებარეობს ევროპის სამხრეთით და მომდევნო დღეების მანძილზე იქ დარჩება, შემდეგ კი, აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებს.

აქედან გამომდინარე, როგორც საკის არნაუტოღლუ იუწყება, იანვარში ჯერ კიდევ კარგი ამინდები გველის, შესაძლოა, დაფიქსირდეს ნალექი, მაგრამ ტემპერატურა უკიდურესად არ დაეცემა.

“თებერვალში უნდა ველოდოთ ძლიერი სიცივეს, როდესაც “ატმოსფერული მთა” უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლებს, ინგლისისკენ, შემდეგ წარმოიშვება ცივი ჰაერის მასები, რომლებიც გადაადგილდებიან სამხრეთისკენ,” აცხადებს სინოპტიკოსი.

ევროპაში და შესაბამისად, საბერძნეთშიც, განსაკუთრებით თბილი ზამთარი ფიქსირდება, რაც სეზონისთვის შეფერებლად მაღალი ტემპერატურით გამოიხატება.

 

onalem

ტესტ