fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: 1-ლი აპრილიდან უმუშევრობის დახმარება 479 ევრო გახდება

მას შემდეგ, რაც კირიაკოს მიცოტაკიმ საბერძნეთში მინიმალური ხელფასის მატება დააანონსა, შრომის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ განაცხადა, რომ ხელფასებთან ერთად, 1-ლი აპრილიდან იზრდება უმუშევრობის დახმარებაც.

1-ლი აპრილიდან აღნიშნული სახის დახმარება იქნება 479 ევრო, ეს მაჩვენებელი აქამდე 438 ევრო იყო.

როგორც უკვე ცნობილია, მინიმალური ხელფასი იზრდება 780 ევრომდე, თანხა კი, რომელსაც თანამშრომლები ხელზე აიღებენ, 650 ევროს შეადგენს.

ასევე იზრდება შემდეგი სახის დახმარებები:

უმუშევრობის შემწეობა თვითდასაქმებულთათვის
სპეციალური უმუშევრობის შემწეობა
შემწეობა სამუშაოს შეჩერების გამო
სპეციალური დახმარება უმუშევრობის რეესტრში სამთვიანი ყოფნის შემდეგ
სპეციალური სეზონური დახმარებები
მშობიარობის სპეციალური დახმარება
გადაუხდელი ხელფასი დამსაქმებლის გადახდისუუნარობის გამო
პროფესიულ სასწავლებლებში (ΕΠΑΣ) სტუდენტების კომპენსაცია
სამუშაო გამოცდილების პროგრამების კომპენსაცია და ა.შ.

onalem

ტესტ