fbpx
საბერძნეთი

თოვლიანი დღეების შემდეგ საბერძნეთში მზიანი შაბათ-კვირა მოდის – ტრიკალა და კარდიცა თეთრად შეიმოსნენ

შესაძლოა გაზაფხულს თვე დადგა, მაგრამ მარტი ჯერ კიდევ ზამთარს “ეკუთვნის” და ამას ადასტურებს ამინდი, რომელიც ბოლო სამი დღეა საბერძნეთში გვაქვს. ტრიკალა, ხორტიატი და კარდიცა თეთრად შეიმოსნენ, თუმცა, რეგიონებში თოვას პრობლემები არ შეუქმნია.

მოთოვა ხალკიდიკის მთიან ტერიტორიებზეც, ტაქსიარხისა და არნეაში, იმათიასა და კილკიში.

მიუხედავად თოვლისა, როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, შაბათ-კვირას მზიანი ამინდი გველის. ატიკის რეგიონში ჰაერი 16-17 გრადუსამდე გათბება, ორშაბათს კი 20 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია შაბათ-კვირას მოსალოდნელია პერიოდული მოღრუბლულობა, ჰაერი ხვალ 12, ხოლო ზეგ 16 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ