fbpx
კულტურასაზოგადოება

უფასო შესვლა აკროპოლსა და მუზეუმებში – როდის?!

კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კვირას, 2 თებერვალს, აკროპოლზე, მუზეუმებსა და სხვა არქეოლოგიურ ტერიტორიებზე შესვლა უფასო იქნება.

როგორც უკვე ცნობილია, მსურველებს აღნიშნული ადგილების მონახულება ყოველი თვის პირველ კვირას უფასოდ შეუძლიათ, მხოლოდ 1 ნოემბრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში. დანარჩენ თვეებში აღნიშნული ინიციატივა არ მოქმედებს, საბერძნეთში ტურისტული სეზონის გამო.

ასევე, მუზეუმებსა და აკროპოლზე შესვლა უფასოა:

6 მარტს (მელინა მერკურის ხსოვნის დღე)

18 აპრილს (კულტურულ ძეგლთა საერთაშორისო დღე)

18 მაისი (მუზეუმების საერთაშორისო დღე)

სექტემბრის თვის ბოლო შაბათ-კვირა (ევროპული მემკვიდრეობის დღე)

28 ოქტომბერი (ეროვნული დღესასწაული).

onalem

ტესტ