fbpx
კრიმინალი

უცხოელები, რომლებმაც ინგლისიდან მცირეწლოვანი ბიჭი მოიტაცეს, საბერძნეთში დაიჭირეს!

უპრეცენდენტო შემთხვევა თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან მოხდა. მდინარე ევროსთან იპოვეს მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც მისთვის უცხო ადამიანებთან ერთად იყო.

ვინაიდან ეს ყველაფერი ისედაც ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდა, ოფიცრებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს მათი პასპორტები და სხვადასხვა დოკუმენტები. აღმოჩნდა, რომ ისინი ბავშვის გამტაცებლები იყვნენ.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობას გაცემული ჰქონდა 37 წლის ქალისა და 41 წლის მამაკაცის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი. მათ პატარა ბიჭი ინგლისიდან მოიტაცეს.

ორივე მათგანი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და აღმოსავლეთ მაკედონია-თრაკის პროკურატურაში გადაიყვანეს.

სწორედ იქ გადაწყდება მათი ექსტრადაციის საკითხი.

 

onalem

ტესტ