fbpx
საზოგადოება

8 წლის ალექსია, რომელსაც თავში ბრმა ტყვია მოხვდა, კომიდან გამოვიდა – გოგონამ დედას ხელი ჩასჭიდა

ტელეკომპანია Alpha-ს ინფორმაციით, 8 წლის ალექსია, რომელსაც აღდგომის კვირას, საკუთარი სახლის ეზოში, მეზობლის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა, კომიდან გამოვიდა. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ გოგონამ თვალი გაახილა და დედის ხელს ხელი მაგრად ჩასჭიდა.

ექიმები ნელ-ნელა ცდილობდნენ გოგონას მდგომარეობის დასტაბილურებას და როგორც ჩანს, 8 წლის ალექსია ძლიერი აღმოჩნდა.

დღეს დილით მან დედის ხელს მოჰკიდა ხელი, რითიც გამოხატა, რომ გონს მოვიდა და შემდეგ თვალებიც გაახილა.

“ალექსიამ ჩვენთვის თვალები გაახილა და დედას ხელი ჩასჭიდა. ჩვენმა ლოცვამ შედეგი გამოიღო და ბედნიერება ამ ხნის მანძილზე პირველად ვიგრძენით. ველოდებით, რომ კანონი შეიცვალოს. არ მინდა სხვა მშობელი ჩემს ადგილას ვნახო. მე ამას ჩემი შვილის ტანჯვის გამო ვითხოვ,” ამბობს ალექსიას მამა.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის ერთ-ერთ სოფელში, სააღდგომო დღესასწაულის აღნიშვნისას, ოჯახის მეზობელმა იარაღიდან ისროლა, რასაც აღნიშნული შედეგი მოჰყვა, ალექსია უეცრად ძირს დაეცა და თავიდან სისხლი სდიოდა. მშობლებმა ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და 28 აპრილის შემდეგ, გოგონა დღეს, 10 მაისს მოვიდა გონს.

onalem

ტესტ