fbpx
ჯანმრთელობა

“ხვალ საბერძნეთში შეიძლება კატასტროფული შედეგები დადგეს, არაფერი დასრულებულა” – ნიკოს სიფსას

ინფექციური დაავადებების გამოჩენილმა პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და ხვალ იგივე შეიძლება მოხდეს საბერძნეთშიც. ეს ვირუსი იმდენად არასტაბილურია, რომ სიტუაცია იცვლება დღიდან დღემდე და სწორედ ამიტომ მოსახლეობას არ აქვს მოდუნების უფლება.

“ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა საზოგადოების ის ნაწილი წარმოადგენს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და წვეულებებს მართავს. ხალხით გადატვირთული ადგილებში ვირუსი ცეცხლივით სწრაფად ვრცელდება. არსებობს ძალიან ბევრი უსიმპტომო ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია, სწორედ ამიტომ ვრცელდება ვირუსი ასე სწრაფად.

ჩვენ ახლა ყოველდღიურად გვაქვს უფრო და უფრო მეტი შემთხვევები, რაც მრუდზე ზრდის ტენდენციას აფიქსირებს, ეს ნამდვილად ცუდის ნიშანია. ამ ეტაპისთვის არსებობს შფოთვის საფუძველი, რომ ქვეყანამ შესაძლოა სტაბილურობა დაკარგოს. 

როგორც გერმანიაში, ისევე აქაც, ხვალ შეიძლება მძიმე შედეგები დადგეს და ეს არის სცენარი, რომლის წარმოდგენაც კი არ მსურს. 

მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც მიღებულ ზომებს გადამეტებულად აფასებს, რომ არც ამერიკამ ისურვა ეკონომიკის გაჩერება და დროულად მოქმედება, რასაც ის შედეგები მოჰყვა, რასაც ახლა ვხედავთ. დაღუპულია ათასობით ადამიანი, ხოლო ეკონომიკა საბოლოოდ ნადგურდება. ჩვენ კი უკვე ნელ-ნელა ვიდგამთ ფეხს და ეკონომიკასაც შეძლებისდაგვარად ვამუშავებთ.

უნდა გავიხსენო ის მაგალითიც, რომ სამხრეთ კორეაში უსიმპტომო ინფიცირებულმა მამაკაცმა ბარში 85 სხვა ადამიანი დააინფიცირა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ უნდა მოვდუნდეთ,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ