fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია 55 წლის უცხოელი მამაკაცის ფოტოებს ავრცელებს

პროკურატურის ბრძანების საფუძელზე გამოქვეყნდა 55 წლის მამაკაცის ფოტოები, რომელსაც ტრიკალაში საკუთარ არასრულწლოვან ნათესავებზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.

მამაკაცი კუნძულ როდოსზე 16 სექტემბერს დააკავეს და გრევენას ციხეში იმყოფებოდა. ბრალდების თანახმად, 2007 წლის ოქტომბრიდან 2013 წლამდე, მან ოთხი მცირეწლოვანი გოგონა გააუპატიურა, რომელთა ასაკიც 6-8 წელია. აქედან კი ერთ-ერთი მისი დისშვილია.

ბავშვების ჩვენებები შოკისმომგვრელია. ერთ-ერთი გოგონა, რომელიც ახლა 14 წლის არის, ხოლო მაშინ 8 წლის იყო, ამბობს, რომ ის მასძე კვირაში ორჯერ ძალადობდა და თითოეული აქტის შემდეგ 3-4 ევროს აძლევდა. ამასთანავე ეუბნებოდა, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, სრულიად ნორმალური იყო.

12 წლის გოგონა წლების მანძილზე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

onalem

ტესტ