fbpx
ემიგრაცია

იმიგრანტებს ყოველთვე ქირისთვის 630 ევროს, ერთჯერადად კი 1.490 ევროს გადაუხდიან

ახალი მთავრობის პირობებში მიგრაციის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და ლტოლვილები და ემიგრანტები, რომლებიც კუნძულებზე ბანაკებში რჩებოდნენ, ნელ-ნელა კეთილმოწყობილ პირობებში გადაჰყავთ. ვრცელდება ინფორმაცია პროგრამის შესახებ, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ ევროკომისიასთან ერთად შეიმუშავა და რომელიც მიგრანტთა მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

კერძოდ, პროგრამა HELIOS ითვალისწინებს ლტოლვილთა და იმიგრანტთა დახმარებას, რომ მათ ინტეგრაცია მოახდინონ საზოგადოებაში. თითოეული ბენეფიციარი, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, მიიღებს გარკვეული რაოდენობის თანხას ყოველთვიურად და ერთჯერადი დახმარების სახითაც.

უფრო კონკრეტულად, იმიგრანტები, რომელთა ოჯახიც შედგება 6 და მეტი წევრისგან, 1 წლის მანძილზე ყოველთვიურად მიიღებენ 630 ევროს, ქირის დასაფარად, ხოლო ერთჯერადი დახმარების სახით მათ 1.490 ევრო გადაეცემათ. თანხა იკლებს ოჯახის წევრთა რაოდენობის სიმცირის მიხედვით (იხილეთ ცხრილი N1).

პროგრამები ასევე ითვალისწინებს მათთვის გარკვეული სახის განათლების მიცემას, დასაქმების ხელშეწყობას, რათა შეძლონ დამოუკიდებლად თავის რჩენა მომავალში.

ცხრილი N1:

onalem

ტესტ