fbpx
ემიგრაცია

რა ვერ გაიყვეს ქართველმა ემიგრანტებმა – ინციდენტი, რომელიც სისხლიანი დაპირისპირებით დამთავრდა

ქართველ ემიგრანტებს შორის სავაჭრო ადგილის გამო დაწყებული ჩხუბი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

ინციდენტი იტალიაში, ქალაქ ბარის სარკინიგზო სადგურთან ახლოს მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეებმა სავაჭრო ადგილი ვერ გაიყვეს. თავიდან მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთ-ერთმა ქართველმა ბოთლი გატეხა და მეორე ქართველი მკლავში დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩხუბის დანარჩენი ორი მონაწილე კი დაკავებულია.

 

onalem

ტესტ