fbpx
კრიმინალი

ტრაგედია საბერძნეთში: ქალაქის ცენტრში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია კატერინში მოხდა. ქალაქის ცენტრალურ პარკში ორი მამაკაცი, 32 და 33 წლის, ერთმანეთს დაუპირისპირდა და ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

ირკვევა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მეორე ცივი იარაღით, კერძოდ, დანით დაჭრა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. 32 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი, რის გამოც მომხდარიდან მალევე დაიღუპა.

პოლიციამ საქმე დაუყოვნებლივ გამოიძია და 33 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დააკავეს, იპოვეს დანაც, რომლითაც დანაშაული ჩაიდინა.

ცნობილია, რომ ორივე მათგანი უახლოეს წარსულში პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, თუმცა, მათი უთანხმოების კონკრეტული მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

onalem

ტესტ