fbpx
კრიმინალი

ორმაგი მკვლელობა საბერძნეთში: ცნობილი ბიზნესმენი, უკრაინელ ქალთან ერთად, მოკლული იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ლუტრაკში მოხდა. მოკლულია ცნობილი ბიზნესმენი და მასთან ერთად 45 წლის უკრაინელი ქალი, ისინი თავად ქალის სახლში საზარელ მდგომარეობაში იპოვეს.

ირკვევა, რომ საბერძნეთის პოლიციას შემზარავი სურათი დახვდა. ორივე მათგანი სახლის იატაკზე სისხლის გუბეში ცურავდა. ამავე დროს, სახლთან საკმაოდ ახლოს იპოვეს მანქანა, რომელიც სრულიად დამწვარია და ის ქალს ეკუთვნის.

ბიზნესმენი ბერძენია, რომელსაც, სავარაუდოდ, ურთიერთობა ჰქონდა აღნიშნულ ქალბატონთან და ერთადერთი ეჭვმიტანილი ახლა ქალის ყოფილი პარტნიორია, რომელიც ალბანეთის მოქალაქეა.

ცხადია, საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ და ალბანელი მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად პოლიცია ყველაფერს აკეთებს.

მკვლელობის ადგილი იმდენად საზარელი იყო, რომ მეზობელმა სახლის კარიდან გამომავალი სისხლი დაინახა და სწორედ ამის შემდეგ გამოიძახა პოლიცია.

უკრაინელი ქალი მასაჟისტად მუშაობდა და დაახლოებით 20 წლის გოგონა დარჩა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

onalem

ტესტ