fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 46 წლის მამაკაცი ვაქცინას, ფულის სანაცვლოდ, სხვების მაგივრად იკეთებდა

დაუჯერებელი შემთხვევა თესალონიკში მოხდა. ერთ-ერთ საავადმყოფოში მამაკაცი მივიდა და ვაქცინის გაკეთებას ითხოვდა.

როგორც ირკვევა, მან წარადგინა 26 წლის ბიჭის პირადობის მოწმობა და როდესაც დახედეს, მიხვდნენ, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდათ. მამაკაცი რეალურად 1975 წელს არის დაბადებული, რაც ნიშნავს, რომ 46 წლისაა.

პოლიციამ გამოძიების საფუძველზე დაადგინა, რომ ის ვაქცინას სხვების მაგივრად იკეთებდა და ამაში თანხას იღებდა. თანაც, ეს არ იყო პირველი შემთხვევა. დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რამდენი დოზა აქვს მიღებული მას.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული.

onalem

ტესტ