fbpx
საბერძნეთი

გასართობ დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ მე-3 აცრის შემდეგ – პროფესორები შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვენ

პროფესორი, ნიკოს ძანაკი აცხადებს, რომ შობამდე საბერძნეთში შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებაა აუცილებელი. მისი მოსაზრებით, ღამის კლუბებში და ზოგადად, გასართობ დაწესებულებებში შესვლის უფლება მხოლოდ მათ უნდა მიეცეთ, ვინც სამივე დოზით არის აცრილი.

“მესამე დოზით აცრილ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საერთოდ არ უნდა ეშინოდეთ. ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ 60 წელს გადაცილებულებს, რომელთაც 1 დოზაც არ მიუღიათ, წესით ისინი უკვე მესამეს უნდა იკეთებდნენ.

რაც შეეხება სკოლებს, აუცილებელია, რომ გახანგრძლივდეს არდადეგები და საერთოდ აიკრძალოს ექსკურსიები, რადგან ბოლო დღეებში დაფიქსირდა ინფიცირების 5%-7%-იანი ზრდა 0-დან 18 წლამდე ბავშვებში.

როგორც ვაქცინირებულებმა, ასევე აუცრელებმა, ხშირად უნდა ჩაიტარონ ტესტი, რადგან დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. არდადეგების შემდეგ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ისევ გაძლიერდება, სიკვდილიანობა ერთი კვირის მანძილზე კვლავ მაღალი იქნება, ხოლო შემდეგ დაიწყება მნიშვნელოვანი კლება.”

ნებისმიერი სახის ცვლილების და ზომების გამკაცრების შესახებ მთავრობის წარმომადგენლები თავად ისაუბრებენ.

onalem

ტესტ