fbpx
ჯანმრთელობა

“მე-3 დოზის მიღების შემდეგ ან ავადდები მსუბუქად, ან საერთოდ არა” – ილიას მოსიალოს

ცნობილმა პროფესორმა, ილიას მოსიალომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას მე-3 დოზის მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განმარტებით, მე-3 აცრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შესაძლებლობა უკიდურესად დაბალია, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში ადამიანი ძალიან მსუბუქად ავადდება.

“რაც შეეხება ომიკრონის ზუსტ ხასიათს, მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ამაზე საუბარი, რაც გვექნება სურათი, თუ რა ხდება მაშინ, როცა აუცრელი ინფიცირდება. დელტასთან შედარება სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი,” აცხადებს მოსიალო.

პროფესორი მიიჩნევს, რომ მესამე დოზა ომიკრონის ვარიანტისთვის ერთგვარი “გასაღებია” და მისი გავრცელების შეზღუდვისთვის მთავარ იარაღს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, დასძენს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვისაც ორი დოზა აქვს მიღებული, ავტომატურად დაუცველად ითვლება.

ამჟამად საბერნეთში ოფიციალურად ახალი შტამის მხოლოდ 10 შემთხვევა ფიქსირდება.

onalem

ტესტ