fbpx
კრიმინალი

საკუთარი დედა მოკლა, შემდეგ დაბანა, მოაწესრიგა და დამკრძალავ ბიუროს დაუკავშირდა – შოკი გრევენაში

გრევენაში მომხდარი შემთხვევის სისასტიკე ენით აღუწერელია. გარდაცვლილია 83 წლის ქალი, რომელიც საკუთარმა ვაჟმა, 59 წლის მამაკაცმა მოკლა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ დედა მოკლა, რადგან საჭმელი დაეწვა. შოკს იწვევს ფაქტი, რომ მამაკაცმა დედაზე ჯერ სექსუალურად იძალადა და შემდეგ დაახრჩო. როდესაც მიხვდა, რომ მოხუცი გარდაიცვალა, დაბანა, ცხედარი მოაწესრიგა და დამკრძალავ ბიუროში დარეკა.

აღნიშნული ბიუროს თანამშრომელი ჰყვება, რომ თავიდანვე მიხვდა, რომ საქმე დანაშაულთან ჰქონდა, ვინაიდან მამაკაცმა სიკვდილის მიზეზად დაცემა დაასახელა და არა რაიმე პათოლოგია. აქედან გამომდინარე პოლიციაში დარეკა და პროცესი ისე არ განახორციელა, როგორც რეალურად მკვლელი ეუბნებოდა. ასევე, მოითხოვა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომლითაც ყველაფერს ფარდა აეხადა.

”მითხრა, რომ დედამისი დასაკრძალად მზად იყო, დაბანა, ცხედარი მოაწესრიგა. ადამიანს, რომელიც დედას კარგავს, განა აქვს ამ ყველაფრის გაკეთების ძალა?! ისიც მითხრა, რომ სავარჯიშოდ იყო წასული და როდესაც დაბრუნდა დედამისი დაბლა დაცემული და გარდაცვლილი ნახა, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც ამბობდა,” ამბობს ის.

პოლიციის ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცმა 1993 წელს საკუთარი ბებიაც მოკლა. მაშინ ის 32 წლის იყო და ფსიქიკურად ავადმყოფად  ჩაითვალა, რის გამოც მრავალი წელი გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში.

onalem

ტესტ