fbpx
კრიმინალი

რატომ იყო აქამდე დაუსჯელი 43 წლის ბერძენი, რომელიც 14 წლის გოგონებთან ამაყრებდა ურთიერთობას

მოსხატოს სადგურში მომხდარმა ტრაგედიამ საბერძნეთი შეძრა. მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან 14 წლის გოგონას მშობლები და ოჯახის ნათესავები. ამასთანავე გაჩნდა კითხვა, რატომ და როგორ მოხდა, რომ ამ დრომდე 43 წლის მამაკაცი თავისუფლად დადიოდა ათენში, ვინაიდან გარდაცვლილი არ არის ერთადერთი, რომელიც მისი “სიყვარულის მსხვერპლი” გახდა. როგორც პოლიციას მან დამცინავად განუცხადა, კიდევ ჰქონდა წარსულში ერთიერთობა სხვა, ასევე 14 წლის მოზარდთან, რომელიც მისი შვილის მეგობარი იყო.

ჯერ კიდევ 9 მაისს ერთ-ერთმა მოქალაქემ 43 წლის ბერძენის უცნაური ქმედებები შენიშნა და ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილს” აცნობა, რომ ის, სავარაუდოდ, სექსუალურად ავიწროვებდა 14 წლის მოზარდს. მისი ფარი კი ამ შემთხვევაში ის იყო, რომ ყველაფერი გარდაცვლილი გოგონას სურვილით ხდებოდა, რადგან მან თავი შეაყვარა.

ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მათ მაშინვე მიიღეს შესაბამისი ზომები, მაშინვე შეატყობინეს პროკურატურას და ბავშვთა დაცვის დეპარტამენტს, სადაც არაჩვეულებრივი ფსიქოლოგები მუშაობენ, მაგრამ გოგონა არავინ დაიცვა…

“ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ სამუშაო ჯგუფი მხოლოდ ათენის ცენტრში გვყავს, მაგრამ მოსხატოში ვინმე უნდა გაეგზავნათ სამუშაოდ,” ამბობს წარმომადგენელი.

43 წლის მამაკაცს მომხდარი არაფრად მიაჩნია და პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებებში ჩანს, როგორ ამაყობს 14 წლის გოგონებთან ურთიერთობით, ასევე, ხაზგასმით ამბობს, რომ მათ ის უყვარდათ და არაფერს აძალებდა.

ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, ხომ არ იძალადა მან კიდევ სხვა მოზარდებზე ირიბად ამ ტერიტორიებზე.

ცნობილია, რომ მისი ტელეფონში იპოვეს გოგონების შიშველი ფოტოები.

onalem

ტესტ