fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

”სასაფლაოზე საქურდლად მივედი, როცა შემეწინააღმდეგა, დანა დავარტყი”- მკვლელის აღიარება

18 ოქტომბერს, შუადღეს, 32 წლის დორა ზებერის სასაფლაოზე მისვლა ტრაგიკულად დასრულდა. გოგონას დანით 14 ჭრილობა მიაყენეს და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დღეს კი მკვლელი დაკავებულია და ის მომხდარის შესახებ თავად ჰყვება:

”სასაფლაოზე საქურდლად მივედი. ის შემთხვევით დავინახე და მივუახლოვდი. დანა ამოვიღე და დავემუქრე, ვეუბნებოდი, რომ ჩანთა მოეცა. შემეწინააღმდეგა და ჩანთას არ თმობდა. სწორედ ამ დროს დანა დავარტყი, არ მახსოვს რამდენჯერ. მისი ჩანთა ავიღე და გავიქეცი. შემდეგ ომონიის მოედანზე მივედი და ტელეფონი, რომელიც ჩანთაში ედო, 20 ევროდ გავყიდე. ჩანთაში ბევრი ფული არ ყოფილა, მხოლოდ 5 ევრო ჰქონდა.”

დორა ზებერის მამის ადვოკატი აცხადებს, რომ დამნაშავის დნმ-ის იდენტიფიცირება მარტივად მოხდა, რადგან მკვლელობის ადგილზე ხელსახოცი იპოვეს.

პოლიციის ინფორმაციით, 58 წლის მკვლელს კრიმინალური წარსული აქვს. ის ბრალდებულია უამრავ ძარცვაში. 6 წლის წინ დაპატიმრებული იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო.

მკვლელმა შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა დორას ტელეფონი ომონიაზე გაყიდა. პოლიციამ ტელეფონის ადგილმდებარეობა დაადგინა და დამნაშავის კვალზეც გავიდა. საბოლოოდ 58 წლის მამაკაცი ხუთმა პოლიციელმა აიყვანა.

onalem

ტესტ