fbpx
ჯანმრთელობა

74 ახალი შემთხვევა – საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 966-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მხოლოდ ბოლო 24 საათის მაჩვენებელია, რაც ნიშნავს, რომ რიცხვი სტაბილურად იზრდება.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაავადებული 966 ადამიანია.

ამასთანავე, დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი, რამაც გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაზარდა.

ოფიციალური ცნობით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 65 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

გარდაცვლილთაგან 22 მამაკაცია, ხოლო 5 ქალი.

საავადმყოფოდან საერთო ჯამში 52 ადამიანი გაეწერა.

 

onalem

ტესტ