fbpx
საბერძნეთი

ომონია: მამაკაცმა კარანტინის წესი დაარღვია, გარეთ გავიდა და პოლიციაში მისმა დედამ დარეკა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ომონიაზე დააკავეს და 5.000 ევროთი დააჯარიმეს.

როგორც ცნობილი გახდა, პოლიციაში მისმა დედამ დარეკა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა კარანტინის წესი დაარღვია და გარეთ გავიდა. ის ესპანეთიდან საბერძნეთში საკუთარი მანქანით იყო ჩამოსული და როგორც ყველა სხვა ადამიანს, 14 დღიანი კარანტინის გავლა მოეთხოვებოდა.

რაც შეეხება კარანტინის დარღვევას, როგორც ირკვევა, მან ოჯახის წევრებთან იჩხუბა და სასტუმროში წავიდა ღამის გასათევად. როცა სახლიდან გავიდა, პოლიციაში მისმა დედამ დარეკა და თქვა, რომ ის გარეთ იყო.

პოლიციამ გამოძიების შედეგად ის ომონიაზე იპოვა და შესაბამისი, 5.000 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა.

 

onalem

ტესტ