fbpx
საბერძნეთი

სეზონისთვის უჩვეულო კლიმატური ფენომენი – მომდევნო სამი დღის მანძილზე არამდგრადი ჰაერის მასები ბალკანეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ივნისისთვის უჩვეულო ამინდს იწვევს არამდგრადი ჰაერის მასები, რომლებიც გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთ ბალკანეთში, შესაბამისად, მომდევნო სამი დღის მანძილზე ველოდებით ამინდის გაუარესებას, რომელიც კვირამდე იქნება აქტიური.

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი, რომელსაც თან ახლდება ელჭექი და ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც. აღნიშნული ფენომენი მოიცავს თითქმის მთელ საბერძნეთს, მათ შორის, კუნძულოვან ტერიტორიებს, ყველაზე ინტენსიური კი, იქნება შუადღისა და საღამოს საათებში.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს რუკას, სადაც მოსახლეობა მომზადებული უნდა იყოს უხვი ნალექის, ძლიერი ქარისა და ელჭექისთვის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კლეარხოს მარუსაკი აცხადებს, ორშაბათიდან ამინდი გაუმჯობესდება და ნამდვილი ზაფხული დადგება, საბერძნეთისთვის დამახასიათებელი სიცხით.

onalem

ტესტ