fbpx
კრიმინალი

ორი ბერძენი თაღლითი 10 წლის მანძილზე ატყუებდა ბიზნესმენებს – მათ 2.000.000 ევრო გამოსძალეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ორი ბერძენი დააკავა, რომელთაც ბიზნესმენების გაძარცვა ედებათ ბრალად. საუბარი არ არის ადამიანებზე, რომლებიც ქურდობდნენ პირდაპირი გაგებით, არამედ იმდენად ოსტატურად და პროფესიონალურად, რომ მათი ქმედებები ბოლო 10 წელი გრძელდებოდა, 2013-დან 2023 წლამდე.

ირკვევა, რომ ერთ-ერთი სამოქალაქო ინჟინერია, ხოლო მეორე კონკრეტული დაწესებულების თანამშრომელი. მამაკაცები ბიზნესმენებს უკავშირდებოდნენ და საინვესტიციო პროგრამებში ჩართვას სთავაზობდნენ, არწმუნებდნენ, რომ დიდ მოგებას ნახავდნენ და აღნიშნულ თაღლითობას იმდენად მაღალ დონეზე ახორციელებდნენ, რომ ბიზნესმენები თანხებს დებდნენ, თუმცა, ცხადია, საბოლოოდ, მათი ფული უკვალოდ ქრებოდა.

წლების მანძილზე მათ მიერ ამ გზით მიღებული თანხა 2.000.000 ევროს აღწევს, საქმის მასალებიდან კი ჩანს, რომ მათ ჰყავდათ კიდევ ერთი თანამზრახველი, რომელიც ამ დრომდე იძებნება. მათ მიერ მოეტყუებულ ადამიანთა რიცხვი მინიმუმ 13-ია.

გამოძიების ცნობით, ბოლო თაღლითობის ჩადენა სცადეს 2023 წლის 14 ივნისს, როდესაც ერთ-ერთი პოტენციური მსხვერპლისგან 1,600 ევროს მითვისება სცადეს, რის შედეგადაც დააკავეს კიდეც.

დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს და შესაბამისი მუხლით წაუყენებენ ბრალს, გამოძიება კი გრძელდება მათი სხვა მსხვერპლების გამოსავლენად.

onalem

ტესტ