fbpx
საბერძნეთი

ოფიციალურად! 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვაქცინაციის სერთიფიკატები და შემოწმება უქმდება

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ ოფიციალური განცხადებები გააკეთა საბერძნეთში ზომების მოხსნასთან დაკავშირებით.

ნახეთ, ზუსტად რა იცვლება საბერძნეთში:

1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით უქმდება საცალო ვაჭრობისა და კვების ობიექტებში ვაქცინაციის სერთიფიკატების, შესაბამისად, ტესტის პასუხების კონტროლი.

მოგზაურობასთან დაკავშირებით ჯერ ყველაფერი ისევ ძალაში რჩება, მაგრამ მომდევნო ეტაპებზე განიხილება, რომელი ქვეყნებისთვის გაუქმდება ვაქცინაციის სერთიფიკატები, საზღვრის კვეთის თვალსაზრისით.

დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება 1 ივნისიდან.

15 აპრილიდან 60 წელს გადაცილებულ პირებს აუცრელობის გამო ჯარიმა აღარ დაეკისრებათ.

1 მაისიდან აუცრელ თანამშრომლებს სამსახურში მისასვლელად მხოლოდ 1 სწრაფი ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ, ორის ნაცვლად.

3 მაისიდან (როდესაც აღდგომის შემდეგ გაკვეთილები დაიწყება), სკოლებში თვითტესტირების ვალდებულებაც მოიხსნება.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად ზაფხულის თავისუფლებისა, შეზღუდვების დაწესების საკითხი 1 სექტემბრიდან ისევ გადაიხედება.

onalem

ტესტ