fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სახლი გაუყიდეს 81 წლის მოხუცს, რომელიც საკუთარი ვაჟის თავდები პირი იყო

სამწუხარო ამბავი, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, ხალკიდიკიში მოხდა. 81 წლის მოხუცი საკუთარი სახლიდან გამოაძევეს, რადგან საკუთარი ვაჟის თავდები პირი იყო – მას 150.000 ევროს ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული.

მამაკაცს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და ერთი ფეხი არ აქვს, ეს თანხა თავად არაფერში გამოუყენებია, მხოლოდ ვაჟის თხოვნის შედეგად გახდა მისი თავდები პირი და საბოლოოდ, სახლი დაკარგა. 150.000 ევროდან, რაც მის ვაჟს სესხად ჰქონდა აღებული, 50.000 ევრო იყო დარჩენილი, თუმცა, ვინაიდან მამაკაცი აღარ მუშაობდა, ვერ გადაიხადა და ბანკმა ბინა აუქციონზე გაიტანა.

ირკვევა, რომ სახლი გასული წლის დეკემბერში გაიყიდა 150.000 ევროდ, როცა მისი რეალური ღირებულება გაცილებით მეტია.

onalem

ტესტ