fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

“სალათის კრიზისი” ევროპაში – სუპერმარკეტების თაროებზე პროდუქტების დეფიციტი იქმნება

ვაჭრობის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები Reuters-თან აცხადებენ, რომ სუპერმარკეტებს უჭირთ მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნის პროგნოზირება, რადგან კოვიდ-19-ის ზომების მოხსნა, ვაჭრობის ახალი გზები და ცხარე კრიზისი მათ სამომხმარებლო ქცევებს ცვლის.

ამ ეტაპზე არსებობს პრობლემები პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში და მომწოდებლებთან გარიგებები ვერ დგება, რადგან ფასები საკმაოდ მაღალია ძირითად პროდუქტებზე. ეს ყველაფერი იწვევს შემდეგს: სუპერმარკეტების თაროებზე სიმცირეშია შოკოლადი, კეტჩუპი, შამპუნი და ა.შ.

ბოლო დროს განვითარებულმა ინფლაციამ შეცვალა მოსახლეობის სავაჭრო ქცევა და ისინი სულ უფრო და უფრო ფრთხილობენ, ნაკლებ საკვებს ყიდულობენ, ცდილობენ, შეზღუდულად მოიხმარონ ისინი. ზოგიერთი ინგრედიენცი, უბრალოდ რომ ვთქვათ, დეფიციტშია, მაგალითად: პომიდორი, კეტჩუპისთვის.

“14-თვიანმა ომმა უკრაინაში დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე, ეს ქვეყანა არის მარცვლეულისა და ზეთის თესლის მთავარი ექსპორტიორია, შესაბამისად, პრობლემები შეექმნათ სურსათის მწარმოებლებს, რომელთაც მოუხდათ მომარაგების ჯაჭვის კორექტირება, რათა გაუმკლავდნენ ინგრედიენტების დეფიციტს,” აცხადებს ახლო აღმოსავლური კომპანიის, Majid Al Futtaim-ის წარმომადგენელი.

onalem

ტესტ