fbpx
საბერძნეთი

პროგრამა “ჩემი სახლის” ფარგლებში განაცხადებმა 20.000-სს გადააჭარბა, სახლი კი, რეალურად მხოლოდ 1,400-მა იპოვა

პროგრამა “ჩემი სახლი”, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ ახალგაზრდებისთვის შეიმუშავა და მათთვის უნიკალურ პირობებში სესხის აღების შესაძლებლობა შექმნა, უკვე პრობლემატური გახდა. ერთის მხრივ, გამოხმაურება 25-დან 39 წლამდე წყვილებისგან საკმაოდ დიდია და პროგრამაზე მოთხოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მეორეს მხრივ, რამდენად მარტივია სახლის პოვნა, რომელსაც აღებული სესხით ვიყიდით?!

დიახ, სწორედ ეს არის პრობლემა, რომელიც ამ პროგრამას მოჰყვა. როგორც ირკვევა, განაცხადებმა 20.000-სს გადააჭარბა, მაგრამ იმ წყვილების რაოდენობა, რომელთაც სახლი რეალურად იპოვეს შესაძენად, მხოლოდ 1,400-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

საბერძნეთში არსებობს იმ უძრავი ქონების ნაკლებობა, რომელიც იყიდება, მაგრამ ამავე დროს აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომლებიც პროგრამა “ჩემი სახლი” მოიცავს. მაგალითად ამ ეტაპზე გასაქირავებელი და გასაყიდი 60.000 ბინიდან, მხოლოდ 15.000-ია ისეთი ბინა, რომლის შეძენაც ახალგაზრდა წყვილებს ამ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხით შეუძლიათ.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია თავიდანვე, თუმცა, განმცხადებელს მხოლოდ ორი თვე აქვს იმისთვის, რომ სასურველი ბინა მოძებნოს, ხოლო ისეთი სახლის მოძებნა, რომელიც 150 კვადრატულ მეტრამდეა და მაქსიმალური ღირებულება 200.000 ევროს წარმოადგენს, საკმაოდ რთულია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სესხის შესაძენად ბინა 15 წელზე მეტის უნდა იყოს. პარალელურად, ძველი სახლები, რომლებიც საკმაოდ მრავლად არის, რემონტს და შესაბამისად, კიდევ უამრავ დამატებით ხარჯს საჭიროებენ.

onalem

ტესტ