fbpx
საბერძნეთი

ალბანელი ქალი სამსახურში ხორცის საჭრელმა მანქანამ ჩაითრია – ინციდენტს მისი შვილი შეესწრო

უმძიმესი შემთხვევა მესოლოგიში მოხდა, სადაც ალბანელი 50 წლის ქალი საკუთარ სამსახურში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი 21:00 საათის შემდეგ მოხდა, როდესაც ალბანელი ქალბატონი სტავროპულუს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში მივიდა, სადაც ხორცს ყიდიან. მას შვილთან ერთად მაღაზია და ზოგადად, იქ არსებული ტექნიკა უნდა გაეწმინდა.

როგორც ირკვევა, მისი 18 წლის გოგონა მაღაზიის შესასვლელს წმენდდა, როდესაც სამზარეულიდან საშინელი ყვირილი გაიგონა და ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ დედამისი ხორცის საჭრელ მანქანას თმით ჩაეთრია. ვინაიდან, მისი შეჩერება ვერ შეძლეს, ქალი უბრალოდ დანაწევრდა.

გოგონა გარეთ გაიქცა და დახმარება ითხოვა, მაგრამ როცა ადგილზე სამაშველო სამსახური მობილიზდა, უკვე ძალიან გვიანი იყო. როგორც ცნობილია, აღნიშნულ მანქანას აქვს თავისი დამცველი, მაგრამ კვირაში ორჯერ მუშაობს. ამ დრომდე უცნობია, ზუსტად როგორ მოხდა, რომ ქალი თმით ჩაითრია.

პოლიციამ დააკავა ხორცის მაღაზიის მფლობელი, რომელსაც ბრალად ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა ედება.

onalem

ტესტ