fbpx
საბერძნეთი

ფასდაკლებების ფარგლებში, დღეს, 21 იანვარს, საბერძნეთში მაღაზიები ღიაა!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებების ფარგლებში მაღაზიები დღეს, 21 იანვარსაც ღიაა. მას შემდეგ, რაც შუასეზონური ფასდაკლებები გაუქმდა, ზამთრის სეზონზე მაღაზიების ხელმძღვანელობები დიდ იმედებს ამყარებენ და მნიშვნელოვან მოგებას ელიან.

დღეს, 21 იანვარს, მაღაზიები ღიაა 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები 20:00 საათამდე,

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ნივთის შეძენამდე კარგად უნდა დააკვირდეთ, რომ პროდუქტს აწერია როგორც ახლანდელი, დაკლებული ფასი, ასევე, საწყისი ფასიც, რათა გასაგები იყოს, თუ საიდან მოხდა ფასდაკლება.

ზამთრის გრანდიოზული ფასდაკლებები მოქმედებაში იქნება 29 თებერვლის ჩათვლით.

onalem

ტესტ