fbpx
საბერძნეთი

ვოლოსის მერმა, ახილეას ბეოსმა, წყალდიდობით დაზარალებულს დაარტყა, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა

ბერძნული მედიის საშუალებით გავრცელდა კადრები, თუ როგორ ესხმის თავს წყალდიდობით გდაზარალებულს ვოლოსის მერი, ახილეას ბეოსი, რომელიც ჩადენილს ამ წუთამდე არ ნანობს. როგორც ირკვევა, მოქალაქე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდა, ხოლო ბეოსი განმარტავს, რომ დაარტყა, რადგან შეაგინა.

“მე ძველი პრინციპებით ვარ გაზრდილი. როდესაც დედას გაგინებენ, შესაბამისი პასუხი უნდა გასცე. თქვენ როცა შეგაგინებენ, თუ გინდათ, მადლობა უთხარით, მე ამ პრინციპით არ ვარ გაზრდილი,” ამბობს ბეოსი.

ხოლო კითხვაზე, გვარდებიან თუ არა პრობლემები ფიზიკური დაპირისპირებით, მან უპასუხა: “არა, კოლგოტებით გვარდება”.

ბეოს მსგავს საქციელს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან წყალდიდობის დროს ის მაქსიმალურად ედგა გვერდით საკუთარი ქალაქის მოსახლეობას.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ