fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ახაიაში – ცეცხლის ორი კერა და მეხანძრეთა დიდი რაოდენობა ადგილზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახაიაში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, რომელთან ბრძოლაც განსაკუთრებით რთულია ძლიერი ქარის პირობებში.

როგორც ირკვევა, არსებობს ცეცხლის ორი კერა, ერთი კიპარისის, ხოლო მეორე ველას ტერიტორიებზე.

კიპარისიში მობილიზებულია სახანძრო სამსახური, მუშაობს მინიმუმ 50 მეხანძრე, 18 მანქანით. ამას გარდა, მუშაობენ მოხალისეთა ჯგუფებიც.

რაც შეეხება ველას, მუშაობს 16 მეხანძრე, 8 სახანძრო მანქანით.

ორივე ტერიტორიაზე საკმაოდ ძლიერია ქარი, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ჭიანურდება, მაშველების ბრძოლა კი რთულდება, ვინაიდან ცეცხლი ისევ და ისევ ღვიღვდება.

onalem

ტესტ