fbpx
საბერძნეთი

ჯარიმები და ციხეც კი საბერძნეთში დენის მოპარვისთვის – აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება

საბერძნეთის მთავრობა ახალ ზომებს იღებს დენის მოპარვის წინააღმდეგ და როგორც ჩანს, სასჯელი განსაკუთრებით მკაცრდება. შესაძლოა ციხეშიც კი აღმოჩნდეთ, იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების დენი გაქვთ მოპარული.

საბერძნეთში ძალიან ხშირია მრიცხველის ე.წ. “ჩაჭრის” შემთხვევები, როდესაც დენის მოხმარება უბრალოდ არ აისახება მრიცხველის მიერ და შესაბამისად, კონკრეტული ბინის მაცხოვრებელი იხდის მინიმალურ თანხას და არა მოხმარებული ელ. ენერგიის რეალურ ღირებულებას. მოპარული ელ.ენერგიის ოდენობა შეადგენს მთლიანი ენერგეტიკული ბაზრის 4,8%-ს. ΔΕΔΔΗΕ-ს თანამშრომლები ყოველწლიურად 13.000 ასეთ ფაქტს აწყდებიან და დენის ქურდები ძირითადად ბიზნეს დაწესებულებები არიან. აღნიშნული ქმედებები აზარალებს მომხმარებლებს, რომლებიც დროულად იხდიან საკუთარ გადასახადებს და ეს ზიანი წელიწადში 400 მილიონ ევროსაც კი აღწევს.

ამ ყველაფრის წინააღმდეგ საბრძოლველად ამოქმედდება შემდეგი ზომები:

ფულადი ჯარიმის დაწესება, რომლის რაოდენობაც დამოკიდებული იქნება მოპარული დენის რაოდენობაზე.

თუ დენს ბიზნესი მოიპარავს, აღნიშნულ დაწესებულებას დროებით შეუჩერდება მუშაობის უფლება, განმეორების შემთხვევაში კი, ჩამოერთმევა მუშაობის ლიცენზია.

გამომდინარე დანაშაულის სიმძიმიდან, რომელშიც იგულისხმება ინდივიდუალურ პირთა მიერ დენის მოპარვით გამოწვეული ზარალის ოდენობა, განისაზღვრება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაც.

onalem

ტესტ