fbpx
საბერძნეთი

ათენში საქართველოს საკონსულო ახალ სამუშაო რეჟიმზე გადადის – ემიგრანტებისთვის მომსახურების უმჯობესდება

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2023 წლის 6 ნოემბრიდან ქ. ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტად ეფექტურად და კვალიფიციურად მომსახურების მიზნით, გადადის ახალ სამუშაო რეჟიმზე.
კერძოდ, საკონსულოს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა სატელეფონო კონსულტაცია (ტელ. 210 748 91 80) მოხდება მხოლოდ მიღების საათების დასრულების შემდეგ, 13.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ხოლო სხვადასხვა საკონსულო მოქმედებებზე, საკონსულოში მომსვლელი მოქალაქეების მომსახურება მოხდება 09.00-დან 13.00-მდე.
აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეებთან უფრო მეტი კომუნიკაციისა და მათი სხვადასხვა სახის პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით, ყოველი კვირის პარასკევ დღეს 14.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ კონსულს. კონსულთან შეხვედრაზე ჩასაწერად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დარეკონ საკონსულოს ტელეფონის ნომერზე (ტელ. 210 748 91 80).
აქვე გვინდა გაცნობოთ დამატებითი სიახლის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ათენის საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების რაოდენობის გაზრდას. მ/წლის 6 ნოემბრიდან, საკონსულო მომსახურებას აგრეთვე დაემატა პარასკევი დღე, რა დროსაც სქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საკონსულო მომსახურებით.
აღსანიშნავია, რომ საკონსულო სამსახურის მიერ ხსენებული ცვლილება განხორციელდა მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე. საქართველოს მოქალაქეთა მიღება განხორციელდება 10.00 სთ-დან 13.00 სთ-მდე, რისთვისაც წინასწარი ჩაწერა უნდა მოხდეს შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: www.geoconsul.gov.ge
ამასთან, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს, რათა გაეცნოთ სხვადასხვა სახის განცხადებებს და არ გამოგრჩეთ საკონსულოს მიერ განხორციელებული აქტივობები.

onalem

ტესტ