fbpx
საბერძნეთი

დაკავებები და ჯარიმა, 3.000 ევროს ოდენობით, საბერძნეთში – მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლა გააძლიერა

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიციამ ინტენსიური შემოწმებები დაიწყო, რათა კორონავირუსის გავრცელებას მაქსიმალურად შეეშალოს ხელი.

კერძოდ, ირკვევა, რომ ყველაზე მეტი კანონდარღვევა გამოვლინდა პაროსზე, სანტორინსა და მიკონოსზე.

პაროსზე ერთ-ერთი ღამის კლუბი დაიკეტა 15 დღით და დაჯარიმდა 3.000 ევროთი, რადგან იქ იმყოფებოდა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დაშვებული იყო, ტერიტორიის სიდიდის შესაბამისად.

გამოვლინდა 5 კანონდარღვევა, საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის თვალსაზრისით.

მიკონოსზე დააკავეს იტალიის მოქალაქე, რომელიც კუნძულზე ვილას ფლობს და დიდი წვეულება ჰქონდა მოწყობილი.

ასევე, რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს სანაპირო ბარიდან, რადგან მათ არ ჰქონდათ შესაბამისი საშვი იქ შესასვლელად.

სანტორინზე განხორციელებული შემოწმებების შედეგად, იგივე ბრალდებებით, ამ დრომდე 3 ადამიანია დაკავებული.

onalem

ტესტ