fbpx
საბერძნეთი

“თვეში 3.000 ევროს ვიღებ, არავინ მემუქრება და არც პრეტენზია მაქვს სამუშაო პირობებზე” – ახალგაზრდა, რომელიც როდოსის სანაპიროზე მუშაობს

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ახალგაზრდა ბიჭის სამუშაო პროცესი. ჩანს, თუ როგორ მიაქვს შეკვეთა წყალში აღმართულ შეზლონგებთან და საზოგადოება მაშინვე ალაპარაკდა არაადამიანურ სამუშაო პირობებზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად თანამშრომელი აცხადებს, რომ არანაირი პრეტენზია არ აქვს საკუთარ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, არავისგან განიცდის ზეწოლასა და მუქარას და არავინ აიძულებს გააკეთოს ის, რაც არ უნდა. ამავე დროს, აღინიშნება, რომ ეს კონკრეტული ადამიანი თვეში ხელფასს 3.000 ევროს იღებს, ხოლო თავად კლიენტებისგან ზედმეტად თანხა ყოველთვის რჩება ყოველ სამუშაო დღეს.

თავის მხრივ, დაწესებულების მფლობელი ამბობს, რომ წლებია ამ საქმიანობით არის დაკავებული, არასოდეს არანაირი საჩივარი არ შესულა მის წინააღმდეგ და კონკრეტულად ეს თანამშრომელი მასთან 5 წელია მუშაობს და უკმაყოფილო რომ იყოს, სავარაუდოდ, ამდენი წელი არ გაჩერდებოდა ბიზნესში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაწესებულებას შესამოწმებლად აუდიტის 10 წარმომადგენელი ეწვია, მაგრამ ვერანაირი უკანონობა ვერ აღმოაჩინეს.

onalem

ტესტ