fbpx
საბერძნეთი

მიკონოს: ალბანელი მამაკაცი უსაბუთო იყო, ხოლო მშენებლობა, სადაც ის გარდაიცვალა, ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 49 წლის ალბანელი ემიგრანტის შესახებ, რომელიც კუნძულ მიკონოსზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას გარდაიცვალა. გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ ის საბერძნეთში უსაბუთოდ იმყოფებოდა, შესაბამისად, არ იყო დაზღვეული. მისი ცხედარი მისმა ვაჟმა იპოვა, რომელთან ერთადაც მუშაობდა და იმ მომენტისთვის ბიჭი მანქანიდან იარაღების მოსატანად იყო წასული.

წინასწარი გამოძიების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები, სადაც ალბანელი გარდაიცვალა, ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. პოლიცია ამ დროისთვის ეძებს მთავარ კონტრაქტორს, რომელსაც ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება.

ამ დროისთვის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, შესაბამისად, დაგეგმილია ექსპერტიზა, რათა გაირკვეს რა პირობებში მოხდა მისი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაღუპვა.

რაც შეეხება თავად კონტრაქტორს, ის Protothema.gr-თან აცხადებს, რომ ალბანელი მამაკაცი მის მუშახელთა სიაში არ არის, ამასთანავე ეს კონკრეტული ქონება იჯარით არის გაცემული და მის საკუთრებას არ წარმოადგენს.

onalem

ტესტ