fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: 30.000 ევროიანი ჯარიმა ალბანელ მამაკაცს, რომელმაც უპატრონო ძაღლი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ალბანელი მამაკაცი დააკავა, რომელმაც თესალონიკში, კერძოდ, გერაკარუს ტერიტორიაზე, ძაღლი მოკლა. სამართალდამცველებამდე ინფორმაციამ მოქალაქეებისგან მიაღწია, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ ალბანელმა უპატრონო ძაღლი მოკლა, რადგან ერთი ქათამი შეუჭამა.

როგორც ცნობილი გახდა, 44 წლის ალბანელს 30.000 ევროიანი ჯარიმა შეეფარდა, მის წინააღმდეგ კი, საქმე ადგილობრივ განყოფილებაში აღიძრა.

საბერძნეთში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის ფულადი ჯარიმა 5.000 ევროდან იწყება და 30.000 ევროს აღწევს, ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როდესაც კანონის მიხედვით, ალბანელს ყველაზე უკიდურესი ფორმა ეკუთვნოდა ცხოველის მკვლელობისთვის.

onalem

ტესტ